სკოლის მისია

კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ დაფუძნებულია შპს „პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის“ ბაზაზე, სადაც მუდმივად ხდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის კვლევა, მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის განახლების/ ცვლილების ჩამოყალიბების საჭიროების გააზრება, დამუშავება და გამოყენება. გამომდინარე იქედან, რომ განათლება წარმოადგენს დინამიური საქმიანობის სფეროს, განვითარებისა და ინოვაციების უწყვეტ საგანს, სკოლის მისიაა:

გამოყენებითი ფიზიკის და პროგრამირების გაკვეთილები

აუცილებელია ისეთი ტიპის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეს უვითარდება აზროვნების ფორმები: კრიტიკული, პროდუქტიული, ანალიტიკური, შემოქმედებითი, ნოოსფერული და სხვა. მოსწავლეებმა თვითონ უნდა შექმნან ცოდნა. ეს არაა მარტივი პროცესი, მაგრამ სწორი დაგეგმვით აუცილებლად მივიღებთ შედეგს.სკოლაში ტარდება გამოყენებით ფიზიკის და აზროვნების გაკვეთილები. გამოყებით ფიზიკას უძღვება პროფესორი დავით სონღულაშვილი. მის მიერ დაგეგმილი თანამედროვე მეთოდების გამოყენებით დაგეგმილი ფიზიკის გაკვეთილები მრავალმხრივ საინტერესოა. მოსწავლეებს უყვართ საგანი, ხალისით სწავლობენ. უხარიათ გაკვეთილი და ინტერესით ახორციელებენ პროექტებს. აზროვნების გაკვეთილს უძღვება პროფესორი მანანა ქარქაშაძე. გაკვეთილზე ხდება აზროვნების ფორმების, ზოგადი უნარ-ჩვევების, კომპეტენციების განვითარება, ერუდიციის გაღრმავება, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთო სასწავლო პროცესში ეფექტიანად ჩართვას.

სიახლე 3

აღწერა აღწერა აღწერა

გალერეა

პროექტები