თანამედროვე ეპოქის ახალგაზრდობას გააჩნია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის მაღალი ინტელექტი და მიდრეკილნი არიან გაატარონ დიდი დრო კომპიუტერებთან და საინფორმაციო სისტემებთან, აუცილებელია, ვასწავლოთ მათ თანამედროვე სისტემების მიზანმიმართული, პროფესიონალური და ეფექტიანი გამოყენება, რაც მათ საქმიანობაში გამოადგებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვღებულობთ უკუეფექტს. გავიხსენოთ მოზარდის განვითარების სფეროები: მეტყველება, სოციალურ-ემოციური, შენმეცნებითი და ზოგადი ცოდნა, ფიზიკური განვითარება და სწავლისადმი მიდგომა. კომპიუტერის არამიზნობრივად გამოყენება იწვევს მოზარდის ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ, ჯანმრთელობის პრობლემებს და მოცემული სწავლისა და განვითარების სფეროების დაბალ დონეს. სკოლაში აღნიშნული საგნის სწავლებისას,პრაქტიკამ აჩვენა. რომ პროგრამირების სწავლება შესაძლებელია დაწყებით კლასებში. მსგავსი ცვლილების დანერგვა მოსწავლეთა მხრიდან საგნისადმი დაინტერესების კვლევის შედეგია. პროგრამირების თვისებები და უნარ-ჩვევები აქტუალურია ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში (საყოფაცხოვრებო ნივთების, საინფორმაციო მექანიზმებისა და აპარატების გამოყენება; გაჯეტები და სხვა.). აქედან გამომდინარე დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. კერძო სკოლაში, „ღონე ქვეყნისა“ გაუთვალისწინებელ, სავალდებულო საგნად ჩასმულია საგანი „სისტემური ინჟნერია“ სკოლაში „ღონე ქვეყნისა“ აღნიშნული საგნის სწავლისა და სწავლების კონცეფცია ორიენტირებულია უმცროს კლასელთა შემოქმედებითი უნარებისა და აზროვნების ფორმების განვითარებაზე. დასახული მიზნის სირთულე განისაზღვრება იმით, რომ ერთის მხრივ უნდა მივისწრაფოდეთ საგნობრივი და ზოგადი კომპეტენციების, აზროვნების ფორმების განვითარებისაკენ, მეორეს მხრივ, ცოდნა უნდა გადავცეთ ასაკობრივი კოგნიტური და მოტორული განვითარების შესაბამისი საინტერესო, სახალისო და მაქსიმალური ჩართულობის მომტანი ფორმით, მეთოდებით და აქტივობებით.