ონლაინ პროექტი ჭადრაკში მილიონი სვლა
ქ.ქუთაისში კერძო სკოლა „ღონე ქვეყნისა“ ჩატარდა ჭადრაკში ონლაინ პროექტის „მილიონი სვლის“ ფარგლებში თამაში ქუთაისსა და თბილისს შორის. ერთმანეთს შეხვდნენ ქუთაისის სკოლიდან "ღონე ქვეყნისა" და თბილისის "ათასწლეულის სკოლა" . ჩვენი მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ჭადრაკის ფეხერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ბატონი ალეკო არსენიძე, ბატონი ზაზა ლომინაძე, სკოლის მეგობრები, ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ტატო ლილუაშვილი და ცენტრის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. შეხვედრა ფრედ დასრულდა. <<<დეტალურად>>> 


აი ასე... სიურპრიზი 
დღეს ძალიან გაგვახარეს. მოულოდნელად სკოლაში გვესტუმრა ბატონი ლადო აფხაზავა და ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მათ შორის იყვნენ ჩვენი საყვარელი ბავშვები, რომლებიც უკვე გვსტუმრობდნენ. იცით რა გაგვეხარდა? ისევ, რომ გაუჩნდათ ჩვენთან სტუმრობის სურვილი.
სწორად. აზროვნებენ, აყალიბებენ მოსაზრებებს. ვხვდებით, რომ ეს დიდი შრომის და ჯაფის შედეგია. მერე გიჩნდება სურვილი და მიდიხარ ფიქრებში, დღევანდელ თაობას ყველაფერი მაგარი უნდა ქონდეთ : კაბინეტები, ლაბორატორიები, თანამედროვე მიდგომები, ტრენინგები, პროექტები. და ა. შ. <<<დეტალურად>>> 




სკოლაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა PUM-ის ექსპერტი ბატონი ჯოზეფ სპიუბეკი, რომელმაც მოსწავლეებს აჩვენა საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია ჰოლანდიის შესახებ. აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეებისათვის. პრეზენტაციას ესწრებოდა   ინგლისურის პედაგოგი ხატია ფრუიძე.
სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ: კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორი, უკრაინის დამსახურებული პროფესორი იური ბოშიცკი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გურამ ჩაჩანიძე,ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი იბრაიმ დიდმანიძე და ბათუმის უნივერსიტეტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები.


<<<დეტალურად>>>



სკოლაში „ღონე ქვეყნისა“ სტუმრად იმყოფებოდნენ იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური ექსმდივანი ბატონი ალეკო არსენიძე, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ახალგაზრდული გუნდი, რომელიც 12 დეკემბრიდან უნგრეთში დაგეგმილ 16-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს 16 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა ნაკრები: ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თანატოლებს შორის გიორგი სიბაშვილი; ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი თანატოლებს შორის ნინო ხომერიკი; საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები: ნიკა ღვამბერია და ნიკა ცომაია; ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საერთაშორისო ოსტატი ბატონი ხვიჩა სუპატაშვილი. ბატონი გოგა ხომერიკი და ბატონი სერგო ცომაია. გაიმართა „ერთობლივი თამაშის“ სეანსი ნაკრების წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის. ჩვენი სტუმრები საქართველოს საამაყო ადამიანები არიან, რაც მისაბაძია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის. მათ ისაუბრეს სიბეჯითისა და შრომის მნიშვნელობაზე. ვუსურვებთ გიორგი სიბაშვილს ; ნინო ხომერიკს; ნოე თუთისანს , ნიკა ღვამბერიასა და ნიკა ცომაიას ჯანმრთელობას , წარმატებას . ისინი ჩვენი ქვეყნის ღონეა. სიყვარულით. უღრმესი მადლობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გიორგი გიორგაძეს თანადგომისათვის. <<<დეტალურად>>>





სკოლას ბრიტანელი მეგობრები ეწვივნენ. მათ, სკოლისა და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის კოლექტივთან ერთად ლამაზი საღამო გაატარეს.













სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გია გიორგაძე, რომელმაც სკოლას საკუთარი წიგნი გადასცა საჩუქრად .... ბატონი გია დაინტერესდა სკოლაში ჭადრაკის სწავლებით და გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი.








სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გურამ ბერიშვილი