კერძო დაწყებითი სკოლა „ ღონე ქვეყნისა“ , რომელიც დაფუძნებულია „პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის“ ბაზაზე, ავტორიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი მოზარდებში კომპეტენციების გამომუშავებაა რაც წარმოადგენს ცოდნის, გაცნობიერების და შესაძლებლობების დინამიურ კომბინაციას და მათი საშუალებით გამოიხატება სწავლის შედეგები. ჩვენი მიზანია ეს კომპეტენციები მაღალი ხარისხით განვავითაროთ მოზარდებში. სკოლის დაფუძნება დავიწყეთ დაწყებითი საფეხურით, მიზეზი კი არის, საზოგადოებამ გაიცნოს ჩვენი სკოლის მოსწავლე თავისი გამორჩეული უნარ-ჩვევებით. სკოლა იქნება საშუალო და ეტაპობრივად გადავალთ მომდევნო საფეხურზე, იგი განთავსებულია უნიკალურ, ისტორიულ შენობაში, რაც ქმნის სწავლისა და სწავლებისათვის განსაკუთრებულ გარემოს.
 სკოლაში პრიორიტეტულია განათლების სისტემის ძირითადი მიდგომები:

  1.  ზოგადი (საერთო აკადემიური) კომპეტენციები, 
  2.  დარგობრივი, სპეციფიკური კომპეტენციები;
  3.  სწავლის, სწავლებისა და შეფასების მიდგომები; 
  4. საგანმანათლებლო პროცესში ხარისხის ამაღლების როლი (სკოლის ხარისხის კულტურაზე დაფუძნებული სისტემის განსაკუთრებული მნიშვნელობა).
კომპეტენციების განვითარება ხდება ეტაპობრივად . სხვადასხვა ეტაპზე განვითარების დონეები განსხვავებულია. გამოვყოფთ ხუთ ელემენტს, რომელთა განვითარება მიგვიყვანს კომპეტენციების განვითარებაზე: ცოდნა და გაცნობიერება; ცოდნისა და გაცნობიერების გამოყენება (თეორიიდან პრაქტიკაში გადატანა); ინფორმირებული დასკვნის გამოტანა; საკომუნიკაციო უნარები; შემდგომი სწავლის უნარი. კომპეტენციები, რომლის განვითარება დაწყებით საფეხურზე სკოლის პრიორიტეტია  ინსტრუმენული კომპეტენციები ანალიზისა და სინთეზის უნარი ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი საბაზო ზოგადი უნარი საგნის, საფეხურის შესაბამისი საფუძვლიანი საბაზო ცოდნა მშობლიურ ენაზე ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი მეორე ენის ცოდნა კომპიუტერზე მუშაობის ელემენტარული უნარები ინფორმაციის მენეჯმენტის უნარი (სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი) პრობლემის გადაჭრა გადაწყვეტილების მიღება
 ინტერპერსონალური კომპეტენციები 
  • კრიტიკული აზრივნების და თვითკრიტიკის უნარი 
  • ჯგუფური მუშაობა 
  • ინტერპერსონალური უნარები 
  • ინტერდისციპლინურ ჯგუფში მუშაობის უნარი 
  • არასპეციალისტებთან კომუნიკაციის უნარი 
  • მრავალფეროვნებისა და მულტიკულტურალიზმის პატივისცემა 
  • საერთაშორისო კონტექსტში მუშაობის უნარი
  •  ეთიკის დაცვის ვალდებულების შეგნება

 სისტემური კომპეტენციები ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 
  • კვლევის უნარი 
  • სწავლის უნარი 
  • ახალ გარემოსთნ ადაპტირების უნარი 
  • ახალი იდეების გენერირების უნარი (შემოქმედებითობა) 
  • ლიდერობა 
  • სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების პატივისცემა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • პროექტის შემუშავება და მართვა 
  • ინიციატივა და საქმიანი წამოწყების უნარი 
  • ხარისხზე ზრუნვა სწრაფვა წარმატებისაკენ